вторник, 5 июля 2016 г.

             ტრენინგის მეცხრე დღე- რეფლექსია
   
შევამოწმეთ ჩვენი საქაღალდე. სრულყოფაში მოვიყვანე სასწავლო პროექტის გეგმა და შესწორებული საქაღალდე ავტვირთეთ გუგლი დისკზე და შემდეგ ჩვენს ბლოგზე.
                             ტრენინგის მერვე დღე-რეფლექსია


        დავასრულეთ სასწავლო პროექტზე მუშაობა. განვიხილეთ მიდგომები სხვადასხვა საჭიროების მქონე მოსწავლეებთან: სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებთან, ნიჭიერ ბავშვებთან და ა. შ. სასწავლო პროექტში შევიტანეთ რესურსების ჩამონათვალი. მივუთითეთ გამოყენებული მასალები: ბეჭდური და ინტერნეტ-მასალა.
      ვისაუბრეთ დროის მენეჯმენტზე. განვიხილეთ პროექტის განხორციელების გეგმა უხერხემლო ცხოველებზე, გადავაკეთეთ და მოვარგეთ ჩვენ სასწავლო გეგმას.
     ტრენინგი საინტერესო იყო.

понедельник, 4 июля 2016 г.

                                       ტრენინგის მეშვიდე დღე-რეფლექსია


      დღევანდელ ტრენინგზე შეფასების დროის ჩარჩოში დავამთავრეთ მუშაობა.
ვიმუშავეთ სასწავლო პროცესის დაგეგმვაზე. ვისაუბრეთ წინარე ცოდნაზე, თუ რა უნარ-ჩვევები და ცოდნა უნდა ჰქონდეთ მოსწავლეებს პროექტის დაწყების დროს.
ვიმუშავეთ სასწავლო პროცედურებზე, თუ რა უნდა გავაკეთოთ პრიექტის მსვლელობის დროს და პროექტის დასრულების შემდეგ.
ტრენინგი საინტერესო იყო.

среда, 29 июня 2016 г.

                        ტრენინგის მეექვსე დღე-რეფლექსია


შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი. ჩემი საქაღალდე შევინახე გუგლი დისკზე.
ტრენინგი საინტერესო და ნაყოფიერი იყო.

вторник, 28 июня 2016 г.

                                      ტრენინგის მეხუთე დღე  -  რეფლექსია


 გავეცანით დამხმარე შეფასების სტრატეგიებს. ვისაუბრეთ პროექტის მსვლელობის ეტაპებზე:დასაწყისზე, მსვლელობაზე და დასასრულზე. ყურადღება გავამახვილეთ შეფასების მეთოდებზე და შეფასების ინსტრუმენტებზე. განვიხილეთ მულტიმედიური პრეზენტაციის შეფასების ფორმა, გადავაკეთეთ და მივუსადაგეთ ჩვენს პროექტს.

понедельник, 27 июня 2016 г.

                                   ტრენინგის მეოთხე დღე- რეფლექსია

      ვიმუშავეთ სასწავლო პროექტის გეგმაზე. დავხვეწეთ მიზნები და ამოცანები, შევავსეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობლივი კითხვები. სრულყოფაში მოვიყვანეთ წინა ტრენინგის მასალები.
     ტრენინგი საინტერესო იყო.